რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის ბოლო ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა რუსთავში რეგისტრირებული 108 714 ამომრჩევლიდან მხოლოდ 40 245 ადამიანმა მიიღო, რაც 8 ოქტომბრის აქტივობასთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა საარჩევო ოლქების მიხედვით კი შემდეგნაირად გადანაწილდა: #29-ე ოლქი - 20 443 ამომრჩეველი (37%), #30-ე ოლქი - 19 802 (37%). მონაცემების მიხედვით დღეს რუსთავში საკუთარი არჩევანი მოსახლეობის 37,02%-მა დააფიქსირა.