ქვემო ქართლში ორი საბავშვო ბაღი შენდება.

2017-02-27 18:16:44

ეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორ ბაღ აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებში - ასურეთსა და ალგეთში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ფონდიდან ორივე პროექტისათვის ერთობლივად  1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.  საბავშვო ბაღები 200-მდე ბავშვზეა გათვლილი. ქვემო ქართლში მშენებლობის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა დაათვალიერეს.