ხმაური და დაკავება რუსთავში [video]

2019-02-16 00:11:58

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე შსს-ს წარმომადგენლებმა 23 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებულს ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა და შენახვა ედება. [ვიდეო/video]

ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას ოჯახის წევრების მხრიდან დიდი ხმაური მოჰყვა.

დაკავებული მამაკაცის დედა ამბობს, რომ მის შვილს ნარკოტიკული საშუალება სხვა პიროვნებამ გადასცა და ის უნდა დაეკავებინათ.

"5 პოლიციელს ჰყავდა მიმწყვდეული ჩემი შვილი და ყვიროდა რომ ნუ მიდებთო. ამასობაში მეც მოვუსწარი და სხვამ გადასცაო მითხრეს და თუ დაინახეს, რომ სხვამ გადასცა სად არის ის ის რატომ არ დაიჭირეს'' - აცხადებს დაკავებულის დედა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარის გამო, დაკავებული მამაკაცის დედა შეუძლოდ გახდა, თუმცა სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-მოხმარებას გულისხმობს.