ფინკა ბანკში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.
11 თებერვლიდან ფინკა ბანკში სიახლეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათ შორის, აგრო სესხებზე.
ბანკში განხორციელებული ცვილილებების შედეგად, გამარტივდა სესხის აღების პროცედურები. 4 000 ლარამდე სესხები, თუ ის არის ბიზნეს და აგრო მიზნობრიობით, გაიცემა ადგილზე ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებელს საშუალებს აძლევს თანხა 30 წუთში, სწრაფად და მარტივად მიიღოს.
ცვლილება შეეხო გირაოს და თავდებობის მოთხოვნის პირობებსაც - 30 000 ლარამდე სესხები ფინკა ბანკში გაიცემა თავდების გარეშე, ნებისმიერი მიზნობრიობით.
როგორც ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, ცვლილებების მიზანი მომხმარებლისთვის სესხის პროცედურების გამარტივება იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა აგრო სეზონი ახლოვდება. „ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლების ინტერესები და საჭიროებებია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული უკუკავშირის გაანალიზების შედეგად მივხვდით, რომ აუცილებელი იყო სესხის გაცემის პროცედურების გამარტივება. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება მოხდა არა მარტო პროცესების, არამედ საპროცენტო განაკვეთების მხრივაც და უკვე შეგვიძლია მომხმარებლებს განახლებული საპროცენტო განაკვეთები შევთავაზოთ სესხებზე“.
ფინკა ბანკში სესხის აღება შესაძლებელია როგორც დისტანციურიად, ისე სერვის ცენტრში ვიზიტით. სესხის განაცხადის შევსება კი შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ცხელი ხაზის საშუალებით * 4949.