თბილისში, რკინიგზის სადგურის მოედანის მიმდებარედ, გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი.
ცეცხლი სავარაუდოდ თევდორე მღვდილის ქუჩაზე მეორადი ტანსაცმელების საწყობს გაუჩნდა. ადგილზე 16 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.