რატო მალავდა სახეს გამარჯვებული [photos]

2019-02-13 14:03:33

იამაიკაში ლატარიის გამარჯვებული თავისი კუთვნილი 1.1 მილიონი დოლარის წასაღებად კომპანიაში ყველასათვის ცნობილი ფილმის „კივილის“ ნიღბით, შავი ხელთამანებით და თეთრი მოსასხამით მივიდა.

ლატარიის გამარჯვებულმა, რომელიც ხალხის წინაშე როგორც ა. კემპბელი წარსდგა განაცხადა, რომ მას არ სურს თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა. არ უნდა, რომ მისმა ახლობლებმა და ნათესავებმა მისი მოგებული თანხის შესახებ გაიგონ. სწორედ ამიტომ, კომპანიაში ნიღბით გამოცხადდა - განაცხადეს კომპანიაში.

"როცა ჩემს ბილეთს შევხედე სიხარულისგან აბაზანაში ჩავიკეტე და ყვირილი დავიწყე. სამი დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, რადგან სულ მეფიქრებოდა იმაზე, რაში გამოვიყენებდი მოგებულ თანხას. მიყვარს ფულის შეგროვება. არავისთვის არასდროს მომითხოვია და არც წამირთმევია. პატარა ბიზნესი მაქვს რომელიც მინდა გავაფართვოვო, ასევე ვგეგმავ სახლის ყიდვას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იამაიკელმა ა. კემპბელმა.