პაციენტს წითელა ჰქონდა

2019-02-12 00:57:45

რუსთავში 60 წლის მამაკაცი ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. პაციენტს გრიპი ჰქონდა რასაც თან დაერთო წითელა.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ რომ - "პაციენტი შემოყვანილ იქნა პნევმონიით, მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. რამდენიმე დღე იწვა საავადმყოფოში, შემდეგ კი გამოთქვა სურვილი რომ მკურნალობას ბინაზე გააგრძელებდა."

არსებული ინფორმაციით ბინაზე მკურნალობის გაგრძელება არ მოხერხდა. რის გამოც მამაკაცს ტემპერატურამ აუწია და ისევ ცუდად გახდა, პაციენტი გადაიყვანეს "კლინიკა რუსთავში".

"კლინიკა რუსთავში" "ინფო რუსთავს" მკურნალმა ექიმმა უთხრა რომ - "გრიპით დაეწყო, რომელიც გართულდა პნევმონიით, შემდეგ უკვე დაერთო ვირუსული ინფექცია წითელას სახით, რის გამოც მისი პნევმონია დამძიმდა. მეხუთე დღეს უკვე წითელამ თავი აქტიურად იჩინა, ამიტომ გადაყვანილ იქნა ინფექციურ კლინიკაში. სავარაუდოდ ეს იყო გრიპი, თანხვედრი ბაქტეროლოგიური პნევმონიაც რასაც დაემატა წითელა."

კლინიკური ინფექციის საავადმყოფოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "იყო ფილტვის ანთება, ასევე გულის უკმარისობა და თანდართული წითელა. პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა."