პოლონეთში ქართველო მოკლეს [photo]

2019-02-06 23:33:20

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მამაკაცი, გიზო მაჭარაშვილი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო პოლონეთში და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურა.

მამაკაცი ზუგდიდში ცხოვრობდა და პოლონეთში 1 კვირის წინ წავიდა სადაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.