ლიფტები გაქურდეს.

2017-02-26 13:27:45

მეგობრობის გამზირზე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში რამდენიმე ლიფტი გაქურდეს. "ინფო რუსთავს" კორპუსში მაცხოვრებელმა განუცხადა რომ მსგავსი შემთხვევა მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა. გაქურდულია ძრავები და რკინის ყულაბა სადაც ფულს ყრიდნენ. კომპანიაში რომელიც ლიფტებით მომსახურებაზეა პასუხისმგებელი ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს - "ქურდობის ფაქტს ვადასტურებთ, საქმე გაიხსნა ცხელ კვალზე, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს".