რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე 32769 მოქალაქე გამოცხადდა, შესაბამისად ამომრჩეველთა აქტივობამ ქალაქის მასშტაბით 30,14% შეადგინა. ხმის მიცემის პროცესი საღამოს 20:00 საათზე დასრულდება. შეგახსენებთ, რომ რუსთავში 108 714 ამომრჩეველია რეგისტრირებული.