გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

2019-01-31 13:58:30

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილია. გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში ღია ტიპის წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ქეთავან წამებულის 67 ნომერში მივიდნენ ყაზტრანსგაზ-თბილისი წარმომადგენლები.