საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

2019-01-25 16:37:54

გავრცელებული ინფორმაციით, სუსის თანამშრომლებმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილები საკრებულოს სხდომაზე დაადეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.