ხმაური #37-უბანზე (ვიდეო).

2016-10-30 17:17:36

რუსთავის #37-საარჩენო უბანზე, კომისიის თავმჯდომარე ერთ-ერთ მოქალაქეს, ხმის განმეორებით მიცემაში ადანაშაულებს.  ხმაური უბანზე მას შემდე დაიწყო, რაც არჩევნებზე მისულ ქალბატონს,  მარკირების პროცესში პრობლემები შეექმნა. ქალბატონის განცხადებით, იგი უბანზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად პირველად გამოცხადდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, მარკირების დროს შექმნილი პრობლემის გამო, მოქალაქე საკუთარ არჩევანს, მეორედ აკეთებდა.  არჩევნების დამკვირვებელთა ნაწილი კომისიის თავმჯდომარეს მიემხრო, ნაწილმა კი მოქალაქის უფლებების დაცვა მოითხოვა. ხმაური გამოიწვია ცესკოს დამკვირვებლების დამოკიდებულებამაც მედიის მიმართ. ისინი ჟურნალისტებს სრულყოფილად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.