"აღარ გვეშინია სწავლის დაწყების"

2019-01-20 22:24:46

რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მადლობა ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას.

"N10 საჯარო სკოლსას აგერ უკვე ორი კვირაა, გათბობის სისტემა მოეშალა. რა არ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გუშინ ტაძარში ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას შევხვდი და ჩვენი გასაჭირი ვუთხარი... შესაშური ოპერატიულობით მიუდგა საკითხს. დაგვახვია თავზე ხელოსნები,გვიშოვა მილები, თავადაც ხაზზე იყო, გიორგი გოროზია მოგვამაგრა და საქმე ისე ოპერატიულად მოგვიგვარა, აღარ გვეშინია სასწავლო წლის დაწყების. მადლობა ბატონო ირაკლი ასეთი გულისხმიერებისთვის, პირადად ჩემი და მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების სახელით! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიკეთე გადამდებია", - წერს #10 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი სოციალურ ქსელში.