წითელას ვაქცინაცია

2019-01-20 14:16:58

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში წითელას შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა.

რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებშიც წითელათი მომართვიანობის შემთხვევები მომატებულია.

პრევენციის მიზნით, მოსახლეობას შეუძლია ვაქცინაცია, იმ პოლიკნინიკებში გაიკეთონ, სადაც დარეგისტრირებულები არიან.

პირებს, რომლებსაც სურთ ვაქცინის გაკეთება უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და მათ აცრა სრულიად უფასოდ გაუკეთდებათ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის“ ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა თქვა, რომ: -"პოლიკნინიკებში, სადაც პაციენტები დარეგისტრირებულები არიან, ახალ რუსთავში თუ ძველში, მიაკითხავენ, სადაც არის ამცრელი კაბინეტები და აიცრებიან. ვაქცინა არის უსასყიდლოდ."