"ხარები"-ს გამარჯვება რეკორდული ქულათა სხვაობით (ფოტო).

2016-10-30 16:49:19

დღეს რუსთავის სარაგბო სტადიონზე საქართველოს პირველობის პირველი ლიგის მე-6 ტური გაიმართა,  რომელშიც ერთმანეთს რუსთავის  "ხარები" და თბილისის  "თიბისი" დაუპირისპირდნენ. მატჩი 122 ქულიანი  სხვაობით, ანგარიშით 125:3 "ხარების" გამარჯვებით დასრულდა. ამ ქულათა სხვაობით მოგება "ხარების" ისტორიაში რეკორდულია.