ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-15 18:08:43

16 იანვარს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

კერძოდ, 07:30-დან 08:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში, შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის, ქუთაისის, ლესელიძის ქუჩებზე, მე-20 და 21-ე მიკრო-რაიონებს.

12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტს გარდაბანში, ხოლო 15:00-დან 19:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს სააკაძე, მარტყოფი, სამგორი, ახალსოფელი. 16:10-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს სართიჭალაში.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  მუშევანი, ჯავშანიანი, კიანეთი, ქვეში, საბერეთი.

11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება, მამულო, ახა.

11:30-დან 18:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა და მიმდებარე სოფლებს. 16:30-დან 17:30 საათამდე - სოფლებს კიზილ-აჯილო, ჯანდარი, ჯანდარის დასახლება, იაღლუჯას დასახლება. 16:40-დან 17:40 საათამდე - მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, ბერიტაშვილის, ბაქოს, ომარ ხაიამის და მიმდებარე ქუჩებს. 16:50-დან 17:50 საათამდე - მარნეულში ლაღიძის, გოგოლის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, სამხედრო ნაწილს, სოფელ კიზილ-აჯლოს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.