ირაკლი გრძელიშვილი "გრეის ანატომია"-ში

2019-01-11 23:07:34

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი ამერიკულ პოპულარულ სერიალში, "გრეის ანატომია"-ში ითამაშებს.

ირაკლი სერიალში ახალი სეზონიდან გამოჩნდება, ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ინფორმაცია სერიალში მონაწილეობის შესახებ ქართველი მსახიობი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

GREAT DAY!!! GREY'S ANATOMY with my brother Noba - ირაკლი გრძელიშვილი ფოტოს ამ ტექსტს ურთავს.

მაღალრეიტინგული სერიალი სამედიცინო თემატიკაზეა აგებული. ტელეკომპანია ABC-ი GREY'S ANATOMY მე-15 სეზონს მაყურებელს მიმდინარე წლის ზაფხულამდე უჩვენებს, ხოლო მე-16 სეზონის ჩვენება შემოდგომით განახლდება.