14 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-11 17:49:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  მუშევანი, ჯავშანიანი, კიანეთი, ქვეში, საბერეთი. 12:00-დან 14:00 საათამდე - დაბა თამარისს, სოფლებს ნახიდური, ცურტავი, მუხრანა,  ალავარი და მიმდებარე სოფლებს.

11:30-დან 18:30 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს  იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, საჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.