აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავისი მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ, აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Oxu.Az ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.