რუსთავში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს [video]

2019-01-08 00:31:05

რუსთავში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. [ვიდეო/video]

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდიაშვილის სკვერში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც ერთერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანა ბარძაყის არეში დაარტყა. დაშავებულს დაზიანებები სახის არეშიც აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები".