სიახლე ძალაში 2019 წლიდან შევა

2018-12-28 11:56:11

2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა 1.5 ევროთი განისაზღვრა.

თანხას ტურისტები ქვეყნის აეროპორტებში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო გადასახადის ოდენობის 3 ევროთი განსაზღვრა. თუმცა, შემდეგ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს მოსაკრებლის დაწევის თხოვნით მიმართა, რადგან მილიონობით ტურისტს უკვე გადახდილი ჰქონდა ქვეყანაში 2019 წლის დასვენების ხარჯები.

ახალ გადასახადს ყველა ქვეყნიდან ჩასული ტურისტი გადაიხდის.