ქართველი მამაკაცი ვეფხვს თავს დაესხა [photo]

2018-12-25 10:57:34

იტალიაში, ქალაქ რეჯო კალაბრიაში ვეფხვის გალიაში 25 წლის ქართველი შეიპარა. ვეფხვმა მას მძიმე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით ქალაქში ცირკი საახალწლო შოუს მართავდა რის შემდეგაც ცხოველები გალიებში გადაანაწილეს, მამაკაცმა კი ტანზე გაიხარადა და გალიაში გადაიპარა.

ცირკის თანამშრომლების განმარტებით მამაკაცი ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრა და ცხოველს თავს დაესხა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ახალგაზრდა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, გონზე მოსვლის შემდეგ კი მან სამედიცინო დაწესებულებიდან გაპარვა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი გალიაში შესვლის დროს ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.