უფასო მიტანა და 10 ლარი საჩუქრად
2018-12-24 20:34:29

GLOVO! - შეუკვეთე რაც გინდა ახლა უკვე რუსთავში

ბარსელონაში დაარსებული წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo საქართველოში შემოვიდა. Glovo-თი სარგებლობა თბილისის გარდა, ახლა უკვე რუსთავის მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ.

Glovo ეს არის მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა. Glovo-ს მეშვეობით რუსთავში უკვე შესაძლებელია ქალაქის საუკეთესო საკვები ობიექტებიდან შეკვეთა, როგორიცაა: მაკდონალდსი, მადაგონი, ასკილი, გლდანის შაურმა და სხვა.

საწყის ეტაპზე, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ Glovo-ს უფასო მიტანის კამპანიით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთის განთავსებისას მათ არ მოუწევთ კურიერის მომსახურების საფასურის გადახდა.

აპლიკაციაში გამოყოფილია საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა სექცია „რაც გინდა“-ს მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეგორიის ნივთის შეძენაც. გარდა ამისა, კურიერის მომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს.

რუსთავში ახალ მომხმარებლებს პირველ შეკვეთაზე 10 ლარიანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. ამისათვის, საჭიროა აპლიკაციაში პრომო კოდი Hirustavi -ს შეყვანა და მინიმუმ 24 ლარიანი შეკვეთის განთავსება.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ამ ბმულს.