უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი

2018-12-14 11:20:33

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქალაქ თბილისში  999 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი  „HEETS”- ის ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  4 995 ლარს შეადგენს.

საქმეზე  გრძელდება  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.