"მეგატექნიკა" უკვე მესამედ გაქურდეს [video]

2018-12-14 10:53:09

რუსთავში, შარტავას გამზირზე არსებული ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაქურდეს. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვანმა, შენობის უკანა მხრიდან, ფანჯრის გატეხვის შემდეგ შეაღწია.

მოზარდს ქურდობისთვის 1 წუთამდე დაჭირდა, წაღებულია 19 მობილური ტელეფონი, მათი ჯამური ღირებულება 20 000 ლარს სცდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია პირი და მიმდინარეობს მისი ძებნის სამუშაოები".

ტექნიკის მაღაზია ბოლო 1 წლის მანძილზე უკვე სამჯერ გაქურდეს, პირველად 25 თებერვალს, შემდეგ 7 აგვისტოს და დღეს.