ქურდობის მცდელობის ფაქტი [video]

2018-12-09 13:05:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ლ.ფ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [ვიდეო/video]

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19 177-ე მუხლით მიმდინარეობს.