ფეისბუქის ადმინისტრაცია მომხმარებელს პაროლების განახლებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში საკუთარ ანგარიშზე შესვლას მომხმარებლები ვერ ახერხებდნენ.
ვისაც პრობლემები შეექმნა მათი 42% აცხადებდა რომ საერთოდ ვერ შედიოდა ფეისბუქში, 38% შედიოდა მაგრამ გვერდს არ უხსნიდა, ხოლო 20% აცხადებდა რომ სურათებს არ ხსნიდა. ამ დროისთვის ხარვეზი გამოსწორებულია.
საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს, მხოლოდ იმას აღნიშნავს რომ, თუ გვერდზე შესვლაზე პრობლემაა მაშინ უმჯობესია პაროლი შეიცვალოს.