რუსთავის სამშობიარო კლინიკები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჩასართავად, ახალ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. დავით სერგეენკოს განცხადებით, იმისთვის რომ კლინიკები 1-მარტიდან, საყოველთა ჯანდაცვის პროგრამაში კვლავ ჩაერთონ, 2 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ.
რუსთავის სამშობიარო სახლში აცხადებემ რომ წელიწადში საშუალოდ 2000-მდე მშობიარე ჰყავთ. ხოლო კლინიკა რუსთავში 700-მდე. შესაბამისად რუსთავის სამშობიაროები, დაზღვევის პროგრამის მიღმა არ დარჩებიან. სიახლე პაცინტთა მომსახურების დახვეწასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას ემსახურება.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედება.