რუსთავში ფერადკანიანი მამაკაცი ცემეს [video]

2018-12-01 00:35:33

რუსთავში ფერადკანიანი მამაკაცი ცემეს. [ვიდეო/video]

ინციდენტი მიკროავტობუსში მას შემდეგ მოხდა, როდესაც ტრანსპორტში 43 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქე ავიდა.

არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფერადკანიან მამაკაცს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოასწრო და ვიდეოს გადაღება მოახერხა. რა მოხდა მიკროავტობუსში, დეტალები ნახეთ ვიდეოში.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტში მონაწიწლე პირი იდენტიფიცირებულია".


RUSTAVI