ჩხუბი, ხმაური და შეწყვეტილი თამაში რუსთავის სტადიონზე (ვიდეო).

2016-10-29 18:07:40

რუსთავის ფოლადის სტადიონზე პირველი ლიგის მე-13 ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და მარტვილის „მერანი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულად წარიმართა,თამაშის განმავლობაში მეტოქისა და მწვრთნელის გინება ისმოდა, საპასუხოდ „რუსთავის“ მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ, მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა სიტუაცია ქომაგებს შორის უკიდურესად დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. მატჩი საბოლოოდ „რუსთავის“ მარცხით ანგარიშით 0-1 დასრულდა.