პერუელი ვირტუოზი მუსიკოსი "ვალჰალა"-ში

2018-11-30 21:26:36

ძვირფასო ვალჰალელებო! ფაბ "ვალჰალა", ჩვეულებისაებრ, აგრძელებს თქვენთვის სასიამოვნო საღამოების ორგანიზებას.

შაბათს, 1 დეკემბერს, 20:00 საათზე გელით პერფორმანსი, პერუელი ვირტუოზი მუსიკოსის, ვალენტინო დე ვასკოს შესრულებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და ავრცელებს ეგზოტიკური ქვეყნების კულტურას. მან 75 000 კილომეტრი გაიარა და შაბათს! იგი ვალჰალაში წარსდგება. 

მობრძანდით და ისიამოვნეთ, გაატარეთ საინტერესო საღამო ჩვენთან.