დატბორილი ქუჩები ბოდრუმში [video]

2018-11-30 19:44:29

წყალდიდობათურქეთში, მუღლა, ბოდრუმის რაიონში მოხდა. სამსაათიანი უწყვეტი წვიმის გამო, ბოდრუმის ქუჩები წყლით დაიფარა. [ვიდეო/video]

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ეკიპაჟები. სტიქიის შედეგად, ზარალის დათვლის სამუშაოები, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უხვმა ნალექმა, დაახლოებით 100 საცხოვრებელი სახლი, 50 კომერციული დაწესებულება და 60 მანქანა დააზიანა.

წყალდიდობის გამო, რაიონში გასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზარალებული მოსახლეობა, ცდილობს საკუთარი საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო ადგილების გასუფთავებას.