"ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას"

2018-11-29 18:49:15

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

პროპორციული ან პროპორციული რეგიონალური პრინციპით- ამის შესახებ გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ამ მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვას აპირებს.

როგორც ვაშაძემ ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ინისი არ აღიარებენ არჩევნებს და არ ცნობენ მის შედეგებს. ვაშაძის თქმით, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დააკვირდებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ 2 დეკემბერს, რუსთაველზე მშვიდობიანი მანიფესტაციაც დაანონსა.