ყვავილების მაღაზია "კამელია"

2018-11-27 20:14:14

თუ გსურთ უმაღლესი ხარისხის ყვავილებისაგან დამზადებული თაიგულების, სასაჩუქრე ან სარიტუალო კომპოზიციების შეძენა და შესაფერის ადგილს ეძებთ, ყვავილების მაღაზია კამელია საუკეთესო არჩევანია.

კამელია ასევე გთავაზობთ კორპორატიულ მომსახურებას, ქორწილის (თაიგული, გვირგვინი, სამაჯური და სხვა აქსესუარები, ჯვრისწერის ცერემონიალი და დარბაზი), დაბადების დღისა და სხვა წვეულებების, ინტერიერის (სასტუმრო, რესტორანი, ოფისი) ფლორისტულ გაფორმებას. თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი ფლორისტ-დიზაინერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და თუნდაც მცირე ზომის თაიგულის შემქნის პროცესშიც ითვალისწინებენ თქვენს გემოვნებასა და სურვილებს, ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში. პუნქტუალური კურიერები კი დროულად და უვნებლად მიიტანენ თქვენს შეკვეთას ადრესატთან, როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სალონი გელით ყოველდღე, 24 საათის მანძილზე, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. N1.

სასურველი ყვავილების შეძენა, ასევე, შესაძლებელია  ონლაინ მისამართზე: camellia.ge