საბავშვო ევროვიზია 2018-ს გამარჯვებული ცნობილია

2018-11-25 21:31:50

საბავშვო ევროვიზია 2018-ში 20 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

კონკურსზე საქართველოს სახელით თამარ ედილაშვილი გამოდიოდა.

ფინალში ხმების მიცემა ორ ნაწილად გაიყო, პირველ ნაწილში ქვეყნები ერთმანეთს აძლევდნენ ხმას, ხოლო მეორე ნაწილში მიცემულ ხმეს ონლაინ ხმები დაემატა.

ხმების მიცემის პირველ ნაწილში საქართველო 105 ხმით მესამე ადგილზე მოხვდა.

რომელმა ქვეყნებმა მისცეს ჩვენს წარმომადგენელს ქულები: რუსეთი - 12; ისრაელი - 12; იტალია - 10; საფრანგეთი - 10; უელსი - 10; სომხეთი - 8; უკრაინა - 7; ყაზახეთ - 5; ავსტრალია - 5; მაკედონია - 5; პორტუგალია - 2; ჰოლანდია - 2; აზერბაიჯანი - 2; სერბეთი - 2; ჰოლანდია - 1; ალბანეთმა, ბელარუსმა, ირლანდიამ და მალტამ საქართველოს საერთოდ არ მისცეს ქულა.

ხმების მიცემის მეორე ეტაპზე ქვეყნების მიერ მიცემულ ხმებს დაემატა ონლაინ ხმები, რის შემდეგაც ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საქართველომ 39 ხმა მიიღო და ჯამში 144 ქულით მერვე ადგილზე დაფიქსირდა.

საბავშვო ევროვიზიაზე 201 ხმა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა ავსრტალია, 203 ქულით მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, ხოლო 215 ხმით კონკურსის გამარჯვებული პოლონეთი გახდა.