ოთო გურგენიშვილის გამოუქვეყნებელი ლექსები.

2017-02-14 19:46:43

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით, „მეცამეტე თვის პოეტების“ ტრაგიკულად დაღუპული წევრის ოთო გურგენიშვილის გამოუქვეყნებელი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე პოეტის ლექსები წაიკითხეს. კრებული სიმბოლურად 10 ტირაჟით გამოიცა და მისი შეძენა მსურველებს ადგილზე შეეძლოთ.