გზა აბნეული მოხუცი და პატრულის გულისხმიერება

2018-11-16 00:23:10

პაპას შვილიშვილები მოენატრა და კახეთიდან, კონკრეტულად კი ლაგოდეხიდან რუსთავში მათ სანახავად ჩამოვიდა.

მოხუცს რუსთავში გზა აებნა და იმ მისამართს ვერ მიაგნო სადაც შვილიშვილები ეგულებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშროლმებმა ოთარ სხილაძემ და სოსო გურგენიშვილმა 81 წლის მამაკაცი თბილისის ქუჩაზე შეამჩნიეს.

სამართალდამცავები მოხუცს გაესაუბრნენ, გარკვეული დეტალები დააზუსტეს, რის შემდეგაც იმ მისამართის დადგენა მოხდა სადაც მისი შვილიშვილები ცხოვრობენ.