მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა
2018-11-14 12:29:18

მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა.

შემთხვევა თბილის, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლის მშობელი დაიბარეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის შელაპარაკება მოხდა, კამათის დროს საუბარში სკოლის დირექტორი ჩაერთო. მშობელსა და დირექტორს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას შრატი გაუკეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები."