აზერბაიჯანში, დაშქესანის რაიონში კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვია.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, ნაპოვნია 28 წლის სევინაჯ ტაგიევას და მისი 4 ბავშვის ცხედარი.
ბავშვების ასაკი 11, 8, 6 და 1 წელია.
ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.