ახალი ფუნქცია ემოციური ადამიანებისთვის

2018-11-09 10:37:51

მესინჯერს ახალი ფუნქცია დაემატება.

თუ თქვენ ემოციურ ფონზე მეგობარს ისეთი შინაარსის ტექსტი მიწერეთ რომელზეც შემდეგ ინანეთ მისი წაშლა შეგეძლებათ.

ტექსტი ისე წაიშლება რომ არა მარტო თქვენთან არამედ იმ ადამიანის მიწერილებშიც აღარ გამოჩნდება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ დრო შეზღუდულია და მხოლოდ 10 წუთია იმისთვის რომ გადაწყვეტილება მიიღოთ.

ფუნქციის შესახებ კომპანიაში უკვე ისაუბრეს და მისი გამოყენება მესინჯერის ახალი აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ფუნქციის დამატება მას შემედგ გახდა საჭირო რაც გაირკვა რომ ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკენბერგი ხშირად შლიდა საკუთარ მიმოწერას, სწორედ მას შემდეგ გადაწყდა რომ ამ ფუნქციით ყველას ესარგებლა.