გაერო-ს მოსახლეობის ფონდიმა (UNFPA) 2016 წლის მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა ისევ შეინიშნება. გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას ყოლას მხოლოდ 9% არჩევდა. რუსთავის სამშობიაროს სახლის ხელმძღვანელის, საშა ბარავკოვის, ინფორმაციით კი ამ წლის 9 თვის მონაცემებით რუსთავში 1205 ბავშვი, მათ შორის 632 ბიჭი და 573 გოგო დაიბადა. გაეროს მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. " ადრეული ქორწინება, მოზარდობის ასაკში ორსულობა და გენდერული უთანასწორობის სხვა ღრმად ფესვგადგმული გამოვლინებები საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და უფლებებს და რისკის ქვეშ აყენებს მსოფლიოს განვითარების ამბიციურ დღის წესრიგს" – აღნიშნულია ანგარიშში