"არა მონოპოლიას"

2018-10-20 18:00:31

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით "რუსთაველები ვიმსახურებთ უკეთეს მგზავრობას" გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, "ინტერტრანსის" მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით  სარგებლობისას მგზავრები ყოველდღიურად  უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დატვირთულ ხაზებს დაემატოს ტრანსპორტი, რომ მგზავრებმა დროულად მოახერხონ სამსახურებში წასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება.

მათივე თქმით "ინტერნტრანსი"ტენდერში გამარჯვების შემდეგ ფლობს 11-ივე მარშრუტს რუსთავი-თბილისის მიმართულებით. რუსთავის მერიამ კომპანიას 15-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა და მონოპოლიური მდგომარეობა შეუქმნა რაც ყოვლად მიუღებელია.