"მწამებელთა მთავრობა"

2018-10-15 15:51:02

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსთავის მერიასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანებიან და ითხოვენ დამნაშავეების დასჯას.
აქცია რუსთავის გარდა კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას არჩევნების დღეს  სწორი კანდიდატურის  არჩევისკენ და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“თქვენ ახლა ხედავთ რუსთავის მოსახლეობას, რომელიც პირდაპირ ეუბნება ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არას. ეს არის უკვე ის პერიოდი და პროცესები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოხდეს. ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ჩვენ წერტილს 28 ოქტომბერს დავუსვამთ. არა ნაძირლების მთავრობას და არა მწამებლებს -ეს არის რუსთაველი ადამიანების პროტესტი.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა სანაიამ