ახალი ვირუსი სოციალურ ქსელში [photo]

2018-10-11 22:33:12

რამდენიმე დღეა ფეისბუქის მომხმარებლებს საქართველოში მისდით შემდეგი შინაარსის შეტყობინება - წერია კონკრეტული ვებ გვერდის ლინკი და აწერია - es shen xar?

როდესაც გადადიხართ აღნიშნულ ლინკზე იქ არის ორი გრაფა სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი იმელი ან ტელეფონის ნომერი და პაროლი (ეს არ არის ფეისბუქის გვერდი). სწორედ ამ დროს ლინკზე ფიქსირდება თქვენი მონაცემები და შედეგად თქვენი ანგარიში ფეისბუქზე შესაძლოა უსაფრთხო აღარ იყოს. აღნიშნული მეილი და პაროლი ფიქსირდება იმ საიტზე სადაც შედიხართ.

ამიტომ არ უნდა გადახვიდეთ გამოგზავნილ ლინკზე და თუ მაინც გადახვედით არ უნდა ჩაწეროთ თქვენი მეილი და პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენს მიერ განხორციელებული მიმოწერა ან სხვა სახის ინფორმაცია მიღწევადი გახდეს.