რუსთავში კოლეჯი „არსის“ ბაზაზე, „გოგა ასკურავას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრი მსურველებს ახლად შემუშავებული მეთოდით, ენის შესწალას, ზოგადი და პროფესიული მიზნებისთვის სთავაზობს. ცენტრის დამფუძნებლის თქმით, სწავლების პროცეს სპეციალური მომზადების მქონე პედაგოგები და მოქმედი სინქრონისტები გაუძღვებინ. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ „დაჩქარებული მეთოდი“, რაც ენის შესწავლას 3-დან 5-თვის ვადაში ითვალისწინებს. ასაკი შეუზღუდავია. ცენტრი ფუნქციონირებას მომავალი კვირიდან დაიწყებს, სასწავლებლის გახსნის ცერემონიალს,მხარისა და ქალაქის ხელმძრვანელი პირები ესწრებოდნენ.