მოსწავლე შეუძლოდ გახდა

2018-10-08 12:32:31

რუსთავის #7 საჯარო სკოლის მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობისას ცუდად გახდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. ექიმებმა მოზარდს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და გოგონას გადაყვანა კლინიკაში საჭირო არ გახდა.

როგორც სკოლაში აცხადებენ, 16 წლის გოგო ცუდად ხშირად ხდება და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ინფო რუსთავის ინფორმაციით მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.