კრიშტიანუ რონალდუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ცნობილი ფეხბურთელი, გაუპატიურების ბრალდების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს.
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ ერთა ლიგის მატჩში პოლონეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ, რომელიც 11-14 ოქტომბერსაა ჩანიშნული, არ ითამაშებს. პორტუგალიური გამოცემა ასევე წერს, რომ რონალდუ იტალიასთან დაგეგმილ შეხვედრებსაც გამოტოვებს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
ცნობილი რომ, აშშ-ში ფეხბურთელის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით საქმის გამოძიება განაახლეს.
2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელის თანახმად რონალდუმ კეტრინ მაიორგი ლას-ვეგასში გააუპატიურა, მოგვიანებით კი დუმილის სანაცვლოდ, მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა. გამოცემამ 2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგის, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.
რონალდუმ გოგოს განცხადებებს აბსურდული უწოდა.