3 ოქტომბერს მწვანე ბარათის გათამაშება იწყება.
მერიკის შეერთებული შტატების ვიცე კონსულმა საქართველოში ბრაიან ტერილმა რუსთაველებს მწვანე ბარათის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მიაწოდა. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
ინფო რუსთავი გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც მწვანე ბარათის შევსებაში დაგეხმარებათ.
აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც არის განთავსებული :
1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;
2. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;
3. რეგისტრაცია უფასოა;
4. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
5. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;
6. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
7. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
8. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;
9. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
10. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”
მწვანე ბარათის რეგისტაცია დაიწყება 2018 წლის 3 ოქტომბერს საიტზე - dvlottery.state.gov და დასრულდება 6 ნოემბერს.
რეგისტრაციის დასრულებისას მნიშვნელოვანია აპლიკანტმა შეინახოს დასტურის ნომერი, რომელიც გამოჩნდება აპლიკაციის ვებ-გვერდზე. აღნიშნული ნომრის გამოყენებით მონაწილე მომავალში სტატუსს გადაამოწმებს.