კირკიტაძე სოც.ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე (ვიდეო).

2016-10-28 15:55:27

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება. ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში 2 დღის წინ გავრცელდა, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დავით კირკიტაძისა და მამუკა ჩიქოვანის საუბარი იყო ასახული. კირკიტაძემ საუბრის ამსახველ ფოტოებს ფაბრიკაცია უწოდა და მათ შექმნასა და გავრცელებაში ბრალი „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლებს დასდო. კირკიტაძემ ოპონენტი მხარე დაადანაშაულა, ქალაქში დღეს გავრცელებული პოსტერების განთავსებაში.